ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ადგილი ლოცვისათვის, განუწყვეტელი ლოცვა, დრო ლოცვისათვის, ლოცვა
438. როდესაც წასაკითხად ან ხელსაქმისთვის ვზივარ და მინდა ვილოცო, აზრი აღმოსავლეთისაკენ შებრუნებას მაიძულებს, როგორ მოვიქცე ჩემო მამაო?
როდესაც ზიხარ, ან დადიხარ, ან რაღაცით დაკავებული ხარ, ან ჭამ, ან სხვა რაიმეს სხეულებრივი მოთხოვნილებისთვის აკეთებ, მაშინ პირით აღმოსავლეთისკენ იქნები თუ დასავლეთისკენ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ნუ დაგაეჭვებს ლოცვა, რამეთუ ჩვენ მცნება მივიღეთ, რომ ის მოუკლებელად და ყველგან აღვასრულოთ. წერილში ნათქვამია: „გზა-უყავთ მას, რომელი-იგი ამაღლდა დასავალით; უფალ არს სახელი მისი“ (ფსალ. 67, 4), ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ღმერთი ყველგანაა. მაშინაც კი, როდესაც თავდაბურული ხარ, ლოცვას ნუ მიატოვებ, არამედ მხოლოდ იმას დაუკვირდი, რომ ეს უგულისყუროდ არ გააკეთო.