image

თემა: ავადმყოფობა,  საზრდელის მიღება,  სხეული,  ჯანმრთელობა

515. მითხარი, ჩემო მამაო, დავუთმო თუ არა სხეულს, როცა ის უძლურების შესაფერის საჭმელს მთხოვს; და შეიძლება თუ არა ჩვეულებრივზე ადრე საჭმლის ჭამა? თუ პირიქით, ყველაფერი ეს არად ჩავაგდო, მოვიძულო და რომც გამიჭირდეს, მაინც ჩვეულებრივი რეჟიმი დავიცვა?
ღმერთმა გონება იმიტომ მოგვცა, სიმართლის გზაზე ღვთაებრივი წერილის მეშვეობით რომ ვიხელმძღვანელოთ. მოციქული ამბობს: „ყოველივე გამოიცადეთ და უკეთესი იგი შეიკრძალეთ“ (1 თეს. 5, 21). ადამიანი მხოლოდ იმას უნდა დაუკვირდეს, რომ რაიმე ვნებით არ გამოიყენოს ან არ გააკეთოს; ხოლო რასაც ის უძლურებით ან საჭიროებით აკეთებს, ეს მას არც ცოდვაში ეთვლება და არც მოდუნებაში. ჯანმრთელი სხეული თუ მოსვენებას ეძებს, მასში ვნებიანი სურვილები აღიძვრება; ხოლო როდესაც სხეულის სიმრთელეს საჭიროებიდან გამომდინარე ვინარჩუნებთ, მაშინ ის ჩვენი მოთხოვნების აღსრულებაში გვეხმარება. ჩვენ თუ ცხოველებზეც ვზრუნავთ, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს ემსახურებიან, მით უმეტეს სხეულზე უნდა ვიზრუნოთ, რომელიც სულის იარაღია. როცა იარაღი უჩლუნგდება მხატვარს, გამჭრიახი და ყოვლისმცოდნეც რომ იყოს, სირთულეები ექმნება. მოცუქულმა წმ. ტიმოთეს ამცნო: „ძვირსა იხილევდ, რაჟამს მოციქულის საქმეს აღასრულებო“ (2 ტიმ. 4, 5), მაგრამ ამასთანავე მისი მუცლის დაავადებას და სისუსტეს ყურადღება მიაქცია და უბრძანა, ღვინო ეხმია (1ტიმ. 5, 23). ასე რომ, ადამიანმა განსჯით უნდა იმოქმედოს და ადვილად არ წაიფორხილებს. შემინდე ძმაო, არ ვიცი, კარგად ვთქვი თუ არა, მაგრამ შეპასუხება არაა საჭირო. შენი სიყვარულისთვის რაც გულმა მითხრა, ის გითხარი. თუმცა, როგორც განსჯი, ისე მოიქეცი.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები