ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: თავისუფალი ნება, მორჩილება, საქმე
553. როცა რაიმე საქმეში ჩემი ნება მაქვს, მაგრამ აბბას საქმის შესახებ წინასწარ არ ვკითხავ, ის კი თვითონ მიბრძანებს მის გაკეთებას, მეთვლება თუ არა ეს თვითნებობაში?
უთხარი მას: „ამ საქმეში მე ჩემი ნებაც მაქვს, ამიტომ რას მიბრძანებ?“ და თუ ის გეტყვის: „გააკეთე“, მაშინ საქმეში უკვე მისი ნება იქნება. ხოლო თუ მაშინვე სხვა საქმეს მოგცემს, სიხარულით მიიღე ის.