image

თემა: საქმე

730. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა იმავე ბერს კითხა: თუ მონაზონი რაღაც საქმეში დახმარებას მთხოვს, მე კი მეჩვენება, რომ ეს საქმე ღვთისნიერი არაა, როგორ მოვიქცე?
თუ საქმე ღვთისნიერი არაა, არ დაეხმარო, არამედ უარი უთხარი და სიმართლე აუწყე: „მე არ შემიძლია დაგეხმარო, რადგანაც მეჩვენება, რომ იმას მთხოვ, რაც არასამართლიანია“. თუკი საქმე ღვთისნიერია და სულს არ დაგიზიანებს, შეძლებისდაგვარად დაეხმარე მას და ამისათვის საზღაურს მიიღებ. არასოდეს არ მიიღო ისეთ საქმეში მონაწილეობა, რაც ზიანს მოგიტანს, რადგანაც ღმერთი არ ითხოვს შენგან იმას, რასაც შენი სულის დაზიანება შეუძლია.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები