image

თემა: მოყვასთან ურთიერთობა

738. თუ ამხანაგი თავდებობას მთხოვს, დავთანხმდე თუ არა?
თავდებობას განსაცდელამდე მივყავართ, ამიტომ, თუ განსაცდელისაგან თავის დაღწევა გსურს, მაშინ საკუთარ თავზე არავისი თავდებობა არ აიღო, არამედ თავისუფლად უთხარი მას სიმართლე, ასეთი სიტყვებით: „შენ იცი, რომ მიყვარხარ, მაგრამ მამებმა მცნება მომცეს, რომლებმაც იციან, ან, უკეთ რომ ვთქვათ, წინასწარ განჭვრიტეს ჩემი უძლურება, რათა თავდებად არავის დავუდგე; მცნების დარღვევისა და ღვთის წინაშე შეცოდებისა კი მეშინია“. ასე უთხარი მას; ხოლო, თუ ის თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, ეს ნუ დაგამწუხრებს. თუკი ამისგან თავის დაღწევა რაიმე საპატიო საბაბით შეგიძლია, ესეც კარგია, რამეთუ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ მან შენი პატივისცემის, ან რაიმე სხვა მიზეზით არ ისურვოს თავმდებად შენი აყვანა, მაშინ შენ უბრალო იქნები და წუხილსაც არ ექნება ადგილი. ხოლო, თუ დაუკვირვებლად დათანხმდები, მაშინ ზედმეტ მოწყინებას ნუ მიეცემი, არამედ უთხარი შენს აზრს: „დაე იყოს ისე, როგორც მოხდა“. უფალმა გიხსნას და დაგიფაროს ამ საქმის შედეგებისაგან, შენ კი არ შეწყვიტო ღვთისადმი ლოცვა, მას კი აქვს იმის ძალა, რომ შენი საქმე თავის დიდი წყალობით კეთილად მოაგვაროს.
image