image

თემა: გულის განწმენდა,  ჯანმრთელობა

არის უფალთან შეერთების ორი გზა: სამოღვაწეო და შემეცნებითი. პირველი - ერის ქრისტიანებისთვისაა, ხოლო მეორე - მათთვის, ვინც საერო ცხოვრება მიატოვა. პირველი არ არსებობს მეორის გარეშე და არც მეორე - პირველის გარეშე. ერის ქრისტიანებიც, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, შემეცნებით გზაზე უნდა იდგნენ... მე გწერდით: მიეჩვიეთ ღვთის მუდმივ ხსოვნას და მისი პირისახის წინაშე სიარულს. ესაა სწორედ შემეცნებითი მხარე...
    იბადება კითხვა, საქმიანობისას როგორღა მივაპყროთ ყურადღება უფალს? აი, როგორ: რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, დიდი იქნება ეს თუ პატარა, გონებაში აღიბეჭდეთ, რომ მას თავად Yველგანმყოფი უფალი გავალებთ და თან გაკვირდებათ, როგორ აღასრულებთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენ ყოველგვარ საქმეს ყურადღებით აღასრულებთ და უფალიც გემახსოვრებათ. მიზნისაკე წარმატებული სვლის მთელი საიდუმლოებაც სწორედ ესაა. ეცადეთ ჩასწვდეთ ამას და ამგვარად მოწესრიგდეთ. მაშინ აზრებიც შეწყვეტენ აქეთ-იქით ქროლვას...
    რატომაა რომ ახლა თქვენში ყველაფერი არეულია? ვფიქრობ იმის გამო, რომ თქვენ გინდათ ღმერთი გახსოვდეთ და საყოფაცხოვრებო საქმეებზე არ იფიქროთ, მაგრამ ეს საქმეები გონებაში მაინც აღწევენ და ღვთის ხსოვნას იქიდან გამოდევნიან. თქვენ კი პირიქით უნდა იქცეოდეთ, საყოფაცხოვრებო საქმეებზე უნდა იზრუნოთ, უნდა მიიღოთ ისინი, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი და ღვთის წინაშე აღსასრულებელ. თვითნებურად ხომ არც ერთი და არც მეორე არ გამოგდით... ხოლო ასე ერთიც და მეორეც გამოგივათ.
image
 
თემატური კითხვები