ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: სიმდაბლე, ღვაწლი
გარეგნული საქმე და ღვაწლი სინამდვილეში საშუალებებია, ისინი მხოლოდ მაშინაა ღირებული, თუკი მიზნისკენ მივყავართ. აზრებსაც მათზე ნუ შევაჩერებთ. მთავარი გრძნობებსა და გადაწყვეტილებებში იმალება. ჰოდა, თუ ცხოვრების გარეგნული წესი უკვე მოიწესრიგეთ, მათკენ მიმართეთ მთელი ყურადღება; ყველაზე მეტად სიმდაბლე და შემუსვრილება ინატრეთ და ილოეთ, რომ უფალმა ის მოგცეთ, თავიც ხშირად გაიკიცხეთ და თვითმხილებისაკენ მოდრიკეთ. გაღვიძებისთანავე ეცადეთ, რომ საკუთარი უსარგებლობა შეიგრძნოთ და მთელი დღის განმავლობაში ასევე იყავით. ლოცვაზე დადგომამდე და უფლისადმი შედგომამდე წინასწა დაიმცირეთ თავი, ვინ და ვის უბედავს მიმართოს და ადამიანური სიტყვებით ესაუბროს?! გიხაროდეთ, როცა ვინმესგან მოულოდნელი დამცირება შეგემთხვევათ. მიიღეთ ის, როგორც ღვთის განსაკუთრებული წყალობა. თქვენთვის საზომად დაიდგინეთ: თუ საკუთარი თავის მიმართ ბოლომდე უკმაყოფილო ხართ, მაშინაა თქვენი წყალობა სასიკეთო; რაც უფრო ადრე შემოგეპარებათ თვითკმაყოფილების მცირედი გრძნობა და საკუთარი თავის შეფასებას დაიწყებთ, იცოდეთ, რომ თქვენ თქვენი ნამდვილი სახე დაკარგეთ და მაშინვე გაკიცხეთ საკუთარი თავი. ღვთის გულისათვის, ნუ დაივიწყებთ ამ რამდენივე ფრაზას!სხვა ყველაფერი ჩირადაც არ ღირს, თუ ამ მცნებას არ მისდევთ. იყვნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სიმდაბლით, ღვაწლის გარეშე ცხონდნენ, ხოლო სიმდაბლის გარეშე არავინ ცხონებული და არც ცხონდება.