თემა: სასწაულები,  ცხოველები,  წმინდანები


წმიდანის მცველი ლომი.

სუსაქიმის უდაბნოში, თავის მოწაფესთნ, იოანესთნ ერთად განმარტოებულ 99 წლის ღირს მამას კვირიაკეს (აღესრულა 109 წლისა, 556 წელს, ხსენება 29/IX) ემსახურებოდა უზარმაზარი ლომი, რომელიც ყველა ჯურის დაუპატიჟებელ სტუმართაგან იცავდა პატრონს. მისი ცხოვრების მემატიანე ასე აღგვიწერს ღირს მამასთნ თვის სტუმრობას:
    „როდესაც მე და იოანე მივუახლოვდით ნეტარის სამკვიდრებელს, ჩვენს წინაშე აღიმართა უზარმაზარი და საზარელი ლომი. იოანემ შენიშნა, რომ მე შემაშფოთა მხეცის დანახვამ და დამამშვიდა: - ნუ გეშინია ძმაო კირილე, ეს ლომი მამას ჩვენსას მსახურებს და მასთან მიმსვლელ ძმათაგანს არავის ერჩის.
    მართლაც, როდესაც ლომმა დაინახა, რომ ჩვენ ბერთან მივდიოდით, გზიდან ჩამოგვეცალა. ამბა კვირიაკე კეთილი სალმით მოგვეგება: - აი, ჩვენი მონასტრის ერთი ძმაც, კირილეც მოსულა ჩემთან!
    ლოცვის შემდეგ გვერდზე მომისვა და მუსაიფი გამიბა. მისმა მოწაფემ ამცნო მამა კვირიკეს რომ მე შემაშინა ლომის დანახვამ.
    მამა კვირიაკემ დამიყვავა: - იმ ლომის არ შეგეშინდეს, შვილო ჩემო; ის ჩემთან ცხოვრობს და ჩვენს ღარიბ სავარდულებს იცავს გარეული თხებისგან.
    შემდეგ წმინდანი გვესაუბრებოდა დიდ ექვთიმესა და სხვა მეუდაბნოე მამებზე, რომელთაც ღვთისსათნო ცხოვრება განვლეს, და საუბრის დასასრულს საჭმელი მოატანინა ჩვენთვის. როდესაც ვტრაპეზობდით, მოვიდა ლომი და წინ გაგვიჩერდა. ბერი წამოდგა და პურის ნაჭერი მიაწოდა, თან დასძინა: - წადი, ბოსტანს უდარაჯე!
     მე კი მითხრა: - ხედავ, შვილო ჩემო, ამ ლომს? იგი არათუ მხოლოდ ბოსტნეულს დარაჯობს, ყაჩაღებსა და ბარბაროსებსაც აფრთხობს. ბოროტი დამიანები არაერთგზის დასხმიან თავს ჩვენს ღარიბ ბინას, მაგრამ ლომი ფხიზლად არის ყოველთვის.
    ამ ამბების გამგონი მე უფალს განვადიდებდი, რომელიც თავის სათნომყოფელთ გარეულ მხეცებს ცხვრებივით უმორჩილებს. ერთი დღე დავყავი მასთან და მრავალი რამ ავითვისე, დილით კი, ლოცვის შემდეგ, თავისი ლოცვა-კურთხევით გამომისტუმრა. უკან ამოსვლისას მისი მოწაფე იოანე მაცილებდა. გზად ჩვენ ისევ იმ ლომს გადავეყარეთ, რომელიც იწვა და გარეულ თხას მიირთმევდა. მის სიახლოვეს გავლა ვერ გავბედეთ და გზისპირზე შევდექით. მაგრამ როცა ლომმა შეყოვნებულნი დაგვინახა, თავი ანება ნადავლით შექცევას, თვითონ გადავიდა გვერდზე და გზა დაგვითმო
image
 
თემატური კითხვები