თემა: სასწაულები,  ღმერთი,  ცხოველები,  წმინდანები


ათონელი ღირსი მამა პაისი და ცხოველები.

მამა პაისი შეააგონებდა თავის სამწყსოს:
    "ცოდვით დაცემამდე ცხოველები ადამიანის საყვარელი მეგობრები იყვნენ. ადამს გააჩნდა შორს მჭვრეტელობის ნიჭი - თავისებური სულიერი ტელევიზია. იგი ხვდებოდა ცხოველთა მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს და ეხმარებოდა მათ... ყველა ცხოველი თვინიერი იყო, ისინი მხოლოდ ცოდვით დაცემის შემდეგ გაუცხოვდნენ. როდესაც ადამიანები სულის მშვიდობას ჰპოვებენ, გარეული ცხოველებიც ასევე მშვიდდებიან და ადამიანს თავის მბრძანებლად აღიარებენ. სამოთხეში, ცოდვით დაცემამდე, ადამსა და ევას გარეული მხეცები კრძალვით შეჰფოფინებდნენ და ხელ-ფეხს ულოკავდნენ, მაგრამ ცოდვით დაცემის შემდეგ უკვე თავს ესხმოდნენ დასაგლეჯად. როდესაც ადამიანი უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც იყო ცოდვით დაცემამდე, ცხოველები კვლავ აღიარებენ მას თავიანთ ბატონად!...
    არსებობს თუ არა ღმერთი?
    
    ერთხელ მამა პაისის სტუმრობდა უნივერსიტეტის პედაგოგი, რომელმაც საუბარში ასეთი რამ განაცხადა:
    -მამაო, მე ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, თითქოს ღმერთი არსებობდეს. მე განათლებული კაცი ვარ, დასავლეთში ვცხოვრობ და ყველაფერს, რასაც შენ ამბობ და აკეთებ, შემიძლია ლოგიკური ახსნა მოვუძებნო. ცხადია, რაღაც ძალა იქნებ არსებობს კიდევაც, მაგრამ რასაც შენ ჰყვები ქრისტესა და მართლმადიდებლურ საიდუმლოებებზე, იმას კი ვერაფრით დავიჯერებ.
    ბერი ყურადღებით უსმენდა და ბოლოს მოკლედ უპასუხა:
    -შენ ხვლიკზე უფრო ჩერჩეტი ხარ!
    სტუმარმა იწყინა ბერის ნათქვამი და კიდევ უფრო გულმოდგინედ დაიწყო თავისი პოზიციის დაცვა. მამა პაისიმაც კიდევ ერთხელ გაუმეორა:
    -მე შენ გეუბნები, რომ ხვლიკზე უფრო ჩერჩეტი ხარ და მე ამას ახლავე დაგიმტკიცებ!
    იქვე, ბერის გვერდით, ხვლიკს ჰქონდა ბინა და მამა პაისიმ სწორედ მას დაუძახა. ხვლიკი მაშინვე მიცოცდა მასთან და ბერი ახლა მას დაეკითხა: - არსებობს თუ არა ღმერთი?
    ხვლიკი ორ თათზე აიწია და თავი დაუქნია, თითქოს უდასტურებსო ნათქვამს. მეცნიერი გაშტერდა და ტირილი დაიწყო. ბერმა დაუყვავა:
    -ახლა ხომ ხედავ, რომ შენ ხვლიკზე ჩერჩეტი ყოფილხარ? ხვლიკმა იცის რომ ღმერთი არსებობს, შენ კი, თუმცა გონიერი არსება ხარ, ვერ გაგიგია, რომ ღმერთი არსებობს.
    პედაგოგმა გაოგნებულმა დატოვა ბერის სენაკი
image
 
თემატური კითხვები