image

თემა: იესოს ლოცვა,  სულიერი მღვიძარება

სულიერი ცხოვრების მოშურნეები - წერს სპერანსკი - იწყებენ "უფალო შემიწყალეთი", მაგრამ ისინი, ისევ როგორც ჩვენ, ამ საქმეს ვერ აგრძელებენ და სწრაფადვე წყვეტენ. ერთხელ დანთებული ცეცხლი კი თავისით აგრძელებს წვას ისე, არავინ უწყის, რით იკვებება იგი. სწორედ ამაშია საიდუმლო. შენ კი შენს აზრებში მაშინ პოულობ :უფალო შემიწყალეს", როცა ხელახლა მოეგები გონს.
    
    ამ ლოცვის სიტყვები ხომ სულ ესაა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" ან: "იესო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე!" ცეცხლი კი, რომელსაც ხშირად ვახსენებ, ადვილად არ ინთება, მხოლოდ საგრძნობი შრომის შემდეგ აღიძვრება გულში სითბო, რომელიც მუდმივად ძლიერდება და აღეგზნება გონიერი ლოცვის მეშვეობით. სითბოს უფლის მიმართ გაღრმავებული ლოცვა წარმოშობს. მამები მკაცრად მიგვითითებენ, როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისაგან 1. უბრალო სხეულებრივი სითბო, რომელიც გულის არეში ძალების ყურადღებიანი და დაძაბული მოკრების შედეგად წარმოიშობა; 2. სხეულებრივი სითბო, რომელიც შერწყმულია ავხორცულ ნდომასთან და შეკავებულია მტრისაგან და 3. სულიერი სითბო, რომელიც ფხიზელი და სუფთაა. ეს უკანასკნელი ორი სახისაა: ბუნებრივი, რომელიც გონების გულთან შერწყმას მოსდევს და მადლმოსილი. მათ განსხვავებას გამოცდილება გვასწავლის. სულიერი სითბო ტკბილია და მისი შენარჩუნება სასურველია არამარტო სიტკბოების გამო, არამედ იმიტომაც, რომ მთელ შინაგანს კეთილგანწყობას ჰფენს. ვინც მომეტებულად მხოლოდ სიტკბოების გამო ცდილობს სითბოს შენარჩუნებას და გაღრმავებას, ის თავის თავში მხოლოდ სიტკბოების სიყვარულს აღვივებს. ამიტომ ფხიზელი მოღვაწეები ძალ-ღონეს არ იშურებენ, გვერდი აუარონ ამ სიტკბოებას და განმტკიცდნენ ღვთის წინაშე დგომაში ღვთისადმი სრული მინდობით; ამ სიტკბოებას კი, რომელსაც სითბო იწვევს, არ ეყრდნობიან და ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა შესაძლებელია ყურადღების მასში ჩაძირვა, როგორც მოკალათება თბილ ტანსაცმელსა და სიმყუდროვეში და აზრების ზეცად აღპყრობის გარეშე მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. მისტიკოსები ამაზე შორს არასოდეს წასულან; მათთვის, სწორედ, ეს მდგომარეობა ითვლებოდა უმაღლესად.დ ეს იყო რაღაცნაირ სიცარიელეში ჩაძირული და აზრს სრულიად მოკლებული მდგომარეობა. ამას ეყრდნობა მისტიკური აზროვნება.
image
 
თემატური კითხვები