image

თემა: იესოს ლოცვა

"ყველაზე მეტად სამი რამ უნდა დაიცვა, - ამბობს სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი: 1. უზრუნველობა ყველაფრის მიმართ, როგორც ღვთისნიერი, ასევე არაღვთისნიერი საქმეებისადმი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოკვდინება ყველაფრის მიმართ; 2. სუფთა სინდისი ყველაფერში - რაიმეში მტკიცედ რომ არ გამხელდეს და 3. სრული მიუჯაჭველობა, რათა შენი აზრი არ იხრებოდეს არანაირი ამსოფლიური ნივთისაკენ და იდგე ყურადღებით შიგნით, საკუთარ თავში (არა თავის არეში, არამედ გულში)".
    
    ამასთანავე, წმ. სვიმეონი მიუთითებს იმ გარეგნულ მეთოდებზე, რომლებიც ზოგიერთს აცდუნებენ და საქმეს აშორებენ, ხოლო სხვებს უმრუდებენ თავად საქმეს. რამდენადაც ამ მეთოდს, ხელმძღვანელთა უკმარისობის გამო, შესაძლოა არასასურველი შედეგები ახლდეს (მათი დანიშნულება კი მხოლოდ შინაგანისაქმიანობის მიმართ გარეგნულ ხელშეწყობაშია და არაფერს არსებითს არ იძლევიან), ამიტომ ჩვენ მათ გამოვტოვებთ.
    
    საქმის არსი მდგომარეობს გონებით გულში დგომის ჩვევის გმომუშავებაში სწორად ამ მგრძნობიარე გულში, მაგრამ არა გრძნობის მეშვეობით.
    
    საჭიროა გონების თავიდან გულში ჩაყვანა და იქ მოთავსება, ანუ როგორც ერთ-ერთმა ბერმა თქვა - გონების გულთან შერწყმა.
    
    როგორ მივაღწიოთ ამას?
    
    ძიე და ჰპოვებ. ის ყველაზე ადვილად მიიღწევა ღვთის წინაშე სვლით და ლოცვაში შრომით, განსაკუთრებით კი ტაძრის გარემოში ყოფნით.
    
    მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მხოლოდ შრომაა, ხოლო თავად საქმე, გონების გულთან შერწყმა, არის მადლის საჩუქარი, როდესაც ამას ისურვებს უფალი. მის საუკეთესო მაგალითია მაქსიმე კაფსოკალივიტი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები