ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: გმობის ზრახვები, მწუხარება
წმიდაო მამაო, რატომაა, რომ როდესაც მწუხარება მიპყრობს, გმობის აზრები გამოჩნდებიან ხოლმე?
შეხედე, რა ხდება: როდესაც დამწუხრებულს გხედავს, ეშმაკი ამით სარგებლობს და შემოგაპარებს ერულ კარამელს - გმობის აზრებს. თუ პირველსავე შემთხვევაში დაეცემი (ანუ ამ ზრახვა-კარამელს მიიღებ), მეორედ უფრო ძლიერად აგაღელვებს და ძალა აღარ გექნება, რომ მას წინ აღუდგე. ამიტომ არასოდეს იყო მწუხარე, კარგს იზამ, თუ ამის სანაცვლოდ რაიმე სულიერს გააკეთებ. სულიერი საქმიანობა ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში დაგეხმარება.