ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: მონაზონთათვის
დროდადრო, როცა სულის წინააღმდეგ აღმდგარი ვნებები მხედრის, გონების ჩამოდგებას ლომობენ, როცა ყოველი ვნება თავს იღერებს, მაშინ პაროლს ეუბნები მათ: "გაჩუმდი, ენა ჩაიგდე! თუ არა, ჯოხს ავამუშავებ!"
მაგალითად, ეკლესიაში გულისსიტყვა მოგდის გახრჩობს: "რატომ გალობს შენი ძმა და არა შენ, ახლა ხომ შენი ჯერია?" შენ მას ეუბნები: "სჯობს ჩემმა ძმამ გაიხაროს და არა მე". გულისსიტყვას კი დაუჩემებია: "კი მაგრამ, რატომ, ასე ხომ სამართლიანი და სწორი იქნებოდა?" შენ უპასუხე: "ეშმაკო, დამეხსენი!" და გონებით იესოს ლოცვას ჩაუღრმავდი. მაცთური აღმდგარია, შენი გათანგვა უნდა "არა, მაინც რატომ?" კეთილი, - უთხარი - კეთილი!, გეტყვი რატომაც!"
და მყისვე ნებართვა აიღე, ეკლესიიდან გამოდი და შენს კელიას მიაშურე. იქ აიღე ჯოხი და რისხვით უთხარი: "აი, შენ "რატომ", ეშმაკო! აი, რატომ. ეს ის "სამართლიანობაა", რომელსაც შენ ითხოვდი. ჰოდა, მიიღე!" და როცა დაკოდავ მას შენსავე სხეულში, ამით ქრისტესთან უჩივი, როგორც შენი ტკივილის მიზეზს. აცახცახებული ეშმაკი გარბის; მოდის ქრისტე, აღგავსებს ნუგეშით, შეგიმსუბუქებს ვნებას, და შენ გამარჯვების ხელოვნებას სწავლობ