image

თემა: დიდებისმოყვარეობა,  სიმდიდრე,  ცხონება,  წუთისოფელში ცხოვრების მიზანი

რომელი ამქვეყნიური მონაპოვარი შეიძლება გახდეს ჩვენი სამუდამო საკუთრება? მხოლოდ ცხონება. ვინც მიწიერ ცხოვრებას სიმდიდრის მოხვეჭაში ატარებს, ამსოფლით განსვლის ჟამს მიატოვებს ეს სიმდიდრე. ვინც სახელისა და დიდების მოხვეჭას ესწრაფვის, დაუნდობელი სიკვდილი უეჭველად მოსტაცებს ერთსაც და მეორესაც. ხოლო ვინც წარმავალ ცხოვრებას ცხონების მოპოვებას დაუთმობს, ის იმსოფლად გაიყოლებს მას და აქ მოპოვებული საგანძური ზეცაში დაუმკვიდრებს სამუდამო ნუგეშინისცემას.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები