image

თემა: ყურადღება,  წმინდანთა სწავლების კითხვა,  წმინდანთა ცხოვრების კითხვა,  წმინდა წიგნების კითხვა

თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ.
    ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და წაკითხულიდან არაფერს იყენებს თავისი სულიერი ზრდისათვის, იმ გლეხს ემსგავსება, რომელსაც სახნავის აღება ეზარება და ჩრდილს აფარებს თავს, მუდმივად კითხულობს წიგნებს აგრონომიაზე, თეორიულად ბევრს სწავლობს, მაგრამ უბადრუკ უსაქმურად რჩება.
თემატური კითხვები