ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი(კარელინი)
თემა: ცოდვა, ცუდმედიდობა
რომელი ცოდვები აშრობენ ლოცვას და აქცევენ მას ცოდვად?
ძირითადად ესაა ცუდმედიდურობის ვნება; ზოგიერთი თითქოს ღვთის წინაშე ლოცულობს, სინამდვილეში კი კაცთაგან ქებას მოელის. ასეთი საშინელი ღვთისმოშიშება ლოცვას თეატრალურ წარმოდგენად აქცევს. ხშირად ეს "ლოცვის მსახიობი" თავისი "გამოსვლის" რეპეტიციასაც კი ატარებს: სარკეში იხედება, სახის გამომეტყველების შესამოწმებლად და ხმასაც იყენებს, რომ ლოცვა უფრო "გულშიჩამწვდომად" ჟღერდეს. ამგვარი "ლოცვა" ღვთის წყალობის მოპოვებას კი არ ცდილობს, არამედ კაცთა შორის აღიარებას, ქებას, აღტაცებას ეძიებს. საჩვენებელი ლოცვა სწორედ ის ფარისევლობაა, უფალი რომ ამხილებდა.