ავტორი:
იოსებ ათონელი(ისიხასტი)
თემა: თვითმკვლელობა
"რაიმე ხერხს გამოვნახავ, რომ თავი მოვიკლა, სიცოცხლე მოვისწრაფო!" ო, სიბრმავე და ხელშესახები წყვდიადი! თავს მოიკლავ ანუ სამარადისოდ შეუერთდები ეშმაკს? სიცოცხლეს დაასრულებ, ანუ სამარადისოდ ჩახვალ ჯოჯოხეთში? და არ გეშინია სულმოკლე სულო, მარადიული სასჯელისა, უტკბეს იესოსთან განშორებისა, რომელიც სიცოცხლეა და ნათელი?