image

თემა: მონაზვნობა

ჭეშმარიტი მონაზონი სული წმიდის ქმნილებაა.
    და როცა მორჩილებასა და მდუმარებაში განიწმენდს გრძნობებს, დაამშვიდებს გონებასა და განისპეტაკებს გულს, მიიღებს მადლსა და შემეცნების განათლებას. იგი ერთიანად ნათელი ხდება და იქცევა მთლად გონებად, მთლად ბრწყინვალებად. და აღმოაცენებს ღმრთისმეტყველებას ისე, რომ სამმა ადამიანმა რომ მოინდომოს ჩაწერა, ვერ მიეწევიან ტალღისებურად მედინ ნაკადს, რომელიც აღმოაცენებს მშვიდობასა და ვნებების უკიდურეს მთელ სხეულში. გული ღმრთაებრივი სიყვარულითაა ანთებული და ღაღადებს: "შეიკავე, იესო ჩემო, შენი მადლის ტალღები, ვინაიდან ცვილივით ვდნები". და მართლაც დნება, რადგან ვერ უძლებს. და გონება ჭვრეტაში აღიტაცება, ლღვება. და ადამიანი გარდაიქმნება და უერთდება ღმერთს ისე, რომ არ კი იცის ან არ განასხვავებს საკუთარ თავს, როგორც რკინა, ცეცხლში რომ გავარვარდება და ცეცხლივით ხდება
image image