ავტორი:
ილია II
თემა:
რწმენა, მადლი, ღვთის სიყვარული ადამიანისადმი, ჭეშმარიტება, სიყვარული ღვთისადმი, ღვთის განკაცება, უფალი იესო ქრისტე
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს.