მბრწყინავი ცოდვები როგორ ცოდვებს ეწოდება?
მბრწყინავი ცოდვები როგორ ცოდვებს ეწოდება?
რამდენჯერ შეგვხვედრიან ადამიანები, რომლებიც თავს დიდად მორწმუნეთ არ მიიჩნევენ, მაგრამ მრავალ კარგ საქმეს აკეთებენ და, ერთი შეხედვით, სამაგალითონიც არიან; მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ღვთისაგან ყველაზე მეტად დაცილებულნი სწორედ ისინი არიან, რადგან მათს გულსა და სულში, გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად, ამპარტავნებას აქვს ღრმად ფესვი გადგმული; ამიტომაც, თავის თავს შეჰხარიან და ამით ტკბებიან. თითქოს როგორი ადვილია, რომ მათ დამოკიდებულება შეცვალონ და ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს - მაგრამ არა, ნებისმიერი ცოდვისგან გათავისუფლება უფრო ეადვილებათ, ვიდრე ამ ნაბიჯის გადადგმა.
ამიტომ უწოდებს ნეტარი ავგუსტინე ურწმუნოთა სიკეთეთ "მბრწყინავ ცოდვებს," - გარეგნულად თვალისმომჭრელთ, შინაგანად კი ეშმაკის ქმედებებს.