
ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სული
85. სული თანაივნებს სხეულთან ერთად, სხეული კი არ არის თანავნებული სულთან. მაგალითად, სხეულის გაკვეთისას თანაივნებს სულიც,ისევე როგორც სხეულის გაძლიერებისა და გაჯანმრთელებისას ტკბობაშია სულის ვნებებიც, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სული ფიქრებითაა შეპყრობილი, სხეულიც მასთან ერთად როდი ეძლევა ფიქრებს, არის რა იგი თავისთვის მარტოდშთენილი, ხოლო ფიქრებით შეპყრობილობა ვნებაა სულისა, ისევე როგორც უმეცრება, ამპარტავნება, ურწმუნოება, ანგარება, მძულვარება, მოშურნეობა, მრისხანება, სულმოკლეობა, ფუჭი დიდება, პატივმოყვარეობა, ორგონებობა (გონებითი გაორება, მერყეობა), სიკეთისადმი უგრძნობლობა და სხვა ამგვარი, რაც კი სულისგან იმოქმედება.