იოსებ ათონელი (ისიხასტი)

რატომ გვებრძვი ასე გაშმაგებით და ასეთი ღვარძლით?

რატომ გვებრძვი ასე გაშმაგებით და ასეთი ღვარძლით?

ოცდახუთ წელზე მეტი აქ ყოფნის დროს გაშმაგებით, სისხლისღვრამდე ვებრძვი ეშმაკებს. ჩავედი ზღვის სიღრმეში, თავმოთნეობისგან და საკუთარი ნებასურვილისგან გაშიშვლებული, რათა ძვირფასი მარგალიტი მეპოვა. თვით სატანა დავატყვევე მთელი თავისი ჯარითა და ხელოვნება-ოსტატობით, ხოლო როდესაც სიმდაბლის მეშვეობით შევბოჭე, ვეკითხები: „რატომ გვებრძვი ასე გაშმაგებით და ასეთი ღვარძლით?“. მეუბნება: „რათა ჯოჯოხეთში ბევრი თანამკვიდრი მყავდეს და ნაზარეველს დავექადნო, რომ მხოლოდ მე კი არ ვარ განდგომილი, არამედ, აი, სხვა რამდენია ჩემ გარდა!“.

თემატური კითხვები
0