ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ღვთის ჭვრეტას განშორებული გონება ან პირუტყვული ხდება, ან ველური (წმ. მარკოზ ასკეტი, ფილოკალია).

“ღვთის ჭვრეტას განშორებული გონება ან პირუტყვული ხდება, ან ველური“ (წმ. მარკოზ ასკეტი, “ფილოკალია“). როდესაც ადამიანის გონება დაშორდება ღმერთზე ფიქრს, ღვთის ჭვრეტას, რაც გულისხმობს ლოცვას, სულიერ საგნებზე – ჯოჯოხეთზე, სამოთხეზე, უფლის უსაზღვრო სახიერებაზე, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გასაოცარი გზით ეძლევა, ცოდვებსა და ვნებებზე და სხვა ამგვარზე ფიქრს, მაშინ მოდის ბოროტი ეშმაკი, ადამიანს თავისი საკუთარი ჭვრეტით ავსებს და მას ან მრისხანებისა და გულისწყრომის, ან ხორციელი ვნებების ცოდვის ჭაობში აგდებს!

თემატური კითხვები
3