წყარო:
მამობრივი დარიგებანი
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა ქებათა
შეიძლება ვინმემ გალობა წამოიწყოს, რაიმე სიტყვებზე შეჩერდეს და ამაზე დაიწყოს ფიქრი. შესაძლოა „ქებათა ქების“ კითხვა დაიწყოს, სადღაც გაჩერდეს, ჭვრეტა განივრცოს და მიაღწიოს იქამდე, სადამდეც ღმერთი მიიყვანს. შეიძლება სახარებაში ქრისტეს ვნებათა შესახებ კითხვისას რომელიმე ადგილას შეჩერდეს, მაგალითად, ქრისტეს შეპყრობაზე, წამებაზე, ჯვარცმაზე, აღდგომაზე და ამაზე იფიქროს მთელი განცდით, ლმობიერებით, სინანულითა და თავის განკითხვით. ზოგჯერ ჩავუღრმავდებით ღვთის სამსჯავროზე ფიქრს, მაგალითად: ახლა თუ მოვკვდი, როგორ წარვდგები უფლის წინაშე? რა განაჩენს გამომიტანს? ვაითუ დავისაჯო? როგორ გავივლი საზვერეებს? ზოგჯერ ღვთისმშობელზე, მის დიდებასა და ქალწულებაზე ვიფიქროთ, ხან კი – წმინდანებზე.