წყარო:
მამობრივი დარიგებანი
როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე
როდესაც კაცი შესცოდავს და არ მოინანიებს, უფალი ღვთაებრივ მზერას მოაშორებს და მის სულს მაშინვე უზნეობის წყვდიადი მოიცავს. ადამიანი ბოროტი საქმეების ჩადენას იწყებს. უწმინდური ეშმაკი გამუდმებით, სულ უფრო მეტად შებილწავს იმ საბრალო სულს, ცოდვიდან ცოდვაში, ვნებიდან ვნებაში აგდებს და მისგან ისეთი სიმყრალე იგრძნობა, რომ წმინდა ანგელოზებიც ვერ უძლებენ და მის გვერდით ვეღარ რჩებიან, რომ დაეხმარონ. მაშინ მას ღვთის მადლი განეშორება და ცოდვისგან გამოწვეული ლპობა გამანადგურებელ მოქმედებას იწყებს. ამ დროს სული ემსგავსება მკვდარს, რომელსაც სამარეში აგდებენ და თუ საფლავს შემთხვევით მალევე გავხსნით, მატლების დანახვა, სიმყრალე და გვამის შემზარავი მდგომარეობა თავზარს დაგვცემს.