წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა:
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმიდა პირი ნაღვლითა და ძმრით, გული კი – შეურაცხყოფისა და უმადურობის ტკივილით გამწარდა. შიშველი დაეკიდა ჯვარზე ეშმაკეული ბრბოს წინაშე. შვილებო, მას, ჩვენს იესოს, ჩვენი დაუდევრობით ნუ დავამწუხრებთ, რადგან ამით მისი ტკივილი უფრო ძლიერდება. ებრაელები უფლის მტრები იყვნენ, ჩვენ კი ქრისტეს წმინდა სახელით ნათელღებული მისი მოწაფეები ვართ, რომელთაც მის მსახურებას მივუძღვენით თავი.