წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
თავმდაბლობა, მოთმინება, განკითხვა, ბოროტი აზრები, ზრახვები, გულისსიტყვები, სიკვდილის ხსოვნა, სიფრთხილე
ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი
ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი
შვილებო, ყურადღებითა და სიფრთხილით ვიცხოვროთ. ყველაფერში სიყვარული და მოთმინება გამოვიჩინოთ. ნუ განვიკითხავთ, განვდევნოთ ბოროტი გულისსიტყვები, დავმდაბლდეთ და ყოველთვის გვახსოვდეს სიკვდილისა და სამსჯავროს მძიმე წუთი.
თუ ასე მოიქცევით, იცოდეთ, რომ ქრისტესთან ერთად იცოცხლებთ საუკუნოდ! ანგელოზებივით მის საყდართან მდგომნი მარადიულ, სიხარულით აღსავსე საგალობლებს იგალობებთ! რა ბედნიერება იქნება – აქაური ყველაფერი დაგვავიწყდება! მხოლოდ სიხარული და დაუსრულებელი პასექი! დიდება ღმერთს, რომელმაც ძლევა მოგვანიჭა.