წყარო:
მამობრივი დარიგებანი
რას ნიშნავს „შეიცანი თავი შენი“?
რას ნიშნავს „შეიცანი თავი შენი“?
ადამიანი სათნოების ზეციურ სიმაღლეზეც რომ იმყოფებოდეს, თუ ღმერთმა დაუშვა, შესაძლოა გარყვნილებისა და გახრწნილების უფსკრულში დაინთქას! ამის შესახებ ადამიანი მხოლოდ ცარიელი სიტყვებით კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ უნდა განიცადოს კიდეც. მაგრამ დარწმუნებით ამაზე ვერავინ ისაუბრებს, თუ ჯერ განსაცდელების ბაბილონის სახმილს არ გაივლის და ღვთის დაშვებით არ დაეცემა მისი ადამიანური ბუნება, რომ ამით თავისი უძლურება შეიცნოს. შემდეგ დაინახავს, თუ ვის წინააღმდეგ იბრძვის, როგორია მოწინააღმდეგის – ეშმაკის ბოროტება და მზაკვრობა და რა ძნელია დაცემის შემდეგ ფეხზე ადგომა! ეს მხოლოდ ორიოდე სიტყვით, თუ რას ნიშნავს „შეიცანი თავი შენი“.