წყარო:
მამობრივი დარიგებანი
გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ
გამხნევდი, შვილო. მრავალი მწუხარებითა და ჭირით ავალთ თაბორის მთის თვალისმომჭრელ ღვთიურ ნათელში და იქ გავიგონებთ ჩვენი საყვარელი იესოს ღვთაებრივ სიტყვას. „ვითარ საყუარელ არიან საყოფელნი შენნი, უფალო... ჰსურის და მოაკლდების სულსა ჩემსა ეზოთა მიმართ უფლისათა; გული ჩემი და ხორცნი ჩემნი იხარებდეს ღმრთისა მიმართ ცხოველისა“ (ფსალმ. 83, 1-2). დიახ, ცხოვრების მომნიჭებელია ღმერთი, ჩვენი ქრისტე. „მე მოვედ, რათა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს“ (იოან. 10, 10).