წყარო:
მამობრივი დარიგებანი
თემა:
ღმრთისმშობელი
არავინ მისდამი მილტოლვილი უკუქცეულა შერცხვენილი
არავინ მისდამი მილტოლვილი უკუქცეულა შერცხვენილი
მოდით, შეუვრდეთ ზეციერ დედოფალს, უხრწნელ ღვთისმშობელს, მსწრაფლშემსმენელ ქალწულს, რომ შეგვეწიოს, რადგან „არავინ მისდამი მილტოლვილი უკუქცეულა შერცხვენილი. არამედ ითხოვს მადლს და იღებს წყალობას, როგორც მისთვის სასიკეთო და უმჯობესია“. შემდგომად ღვთისა მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი შეწევნა. მისი იმედი გვქონდეს და არასოდეს შევრცხვებით.