წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას, რაზეც ადამიანს შეუძლია იფიქროს
ღმერთი ყველაფერზე მაღლა დგას, რაზეც ადამიანს შეუძლია იფიქროს
„ღვთაებრივი – აუხსნელი და მიუწვდომელია“. ჩვენი გონების არსი არ ვიცით, მას ვერ ვწვდებით და, ამის მიუხედავად, ადამიანში ყველაფერს გონება მართავს. შეძლებს კი ზღვარდადებული გონება უსაზღვრო გონის, ღვთის დანახვას, რომ ირწმუნოს ის? ღმერთი სულზე აღმატებულია, ყველაფერზე მაღლა დგას, რაზეც ადამიანს შეუძლია იფიქროს. „ჰოი სიღრმე სიბრძნისა და მეცნიერებისა ღმრთისა!“ (რომ. 11, 33).