წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ეს არის ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი
ეს არის ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი
ადამიანმა უგულებელყო საკუთარი მამა, უზენაესი ღმერთი, ვინც არარაობიდან კაცად შექმნა ის. ოჰ, რა საზიანო იყო ეს უგულებელყოფა! ეს არის ადამიანთა ყველა უბედურების მიზეზი – პირველქმნილ ადამიანთა მიერ ღვთის მცნების პირველი დარღვევა. ჩვენ, მათ შვილებს, ყველა ბოროტი შედეგი მათი ურჩობის უსინანულო ცოდვამ მოგვიტანა და მრავალი უბედურების ეკალსა და კუროსთავს ვიმკით.