ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ღმერთკაცის შემზარავი დრამით ვართ გამოსყიდულნი!

ღმერთკაცის შემზარავი დრამით ვართ გამოსყიდულნი!

ერთმა ურჩობამ ღმერთი დედამიწაზე ჩამოიყვანა და სადამდე მიიყვანა იგი? ჯვარს ეცვა გოლგოთაზე! აკრძალული ნაყოფის მცირედი გემოსხილვა ღმერთკაცის შემზარავი დრამით იქნა გამოსყიდული! ოჰ, როგორ უყვარს ღმერთს ადამიანი! ასე რომ, გამხნევდით, ჩემსავით ცოდვილებო, სინანულის იმედი გქონდეთ. „და უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო. ხოლო უკეთუ იყვნენ, ვითარცა ძოწეულნი მეწამულნი, ვითარცა მატყლი განვასპეტაკო“ (ეს. 1, 18). „რაოდენ განშორებულ არიან აღმოსავალნი დასავალსა, განმაშორნა ჩუენგან უშჯულოებანი ჩუენნი“ (ფსალმ. 102, 12). მაშ ასე, ჩემო შვილო, მოდი, სიყვარულით შეუვრდეთ ამ მოწყალე ღმერთს. ამინ.

თემატური კითხვები
0