წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ვინც ეზიარება, ცოდვის ნაკბენებისგან იკურნება
ვინც ეზიარება, ცოდვის ნაკბენებისგან იკურნება
„ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი” (იოან. 3, 14). და როგორც ყოველი, გველისგან დაკბენილი, ძელზე ჩამოკიდებული რვალის გველის შეხედვისას იკურნებოდა, ასევე ქრისტიანიც, რომელსაც სწამს ქრისტესი, ისწრაფვის უფლის ცხოველმყოფელი იარებისკენ, იღებს მის ხორცს და სვამს ყოვლადწმიდა სისხლს, ცოდვის – სულიერი გველის – ნაკბენებისგან იკურნება. ამ ყოვლადწმიდა საზრდოს მიღებით მას ეძლევა სიცოცხლე, რომ განახლდეს და ახალ ქმნილებად იქცეს. ეს კი არის ღმერთის ცხოველმყოფელი მცნებების შესაბამისი ახალი სიცოცხლე.