წყარო:
მამობრივი დარიგებანი
ოჰ, ღმერთო ჩემო, შენი საყვარელი ძე – ჩვენთვის!
ოჰ, ღმერთო ჩემო, შენი საყვარელი ძე – ჩვენთვის!
უღირსად ვემსახურები ჩემს უფალს. ეს მსახურება წმინდა და საშინელია. ყოველდღიურად ვუძღვნი ღმერთს მისთვის სათნო მსხვერპლს – ღვთის ტარიგს, უბიწოს ვუძღვნი უბიწო მამასა და ღმერთს, რომ შეგვიწყალოს ყველაფრისთვის, რის გამოც ვამწუხრებთ მას, ყოვლადსახიერ ღმერთს, რომელმაც ჩვენთვის თავისი ძე შესწირა მსხვერპლად. ოჰ, ღმერთო ჩემო, შენი საყვარელი ძე – ჩვენთვის! განა ვინ ვართ, რომ ღირსნი გაგვხადე, ჩვენთვის უმაღლესი მსხვერპლი შეწირულიყო? „მტერ რაი ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაითა“ (რომ. 5, 10).