წყარო:
მამობრივი დარიგებანი
პირველი ურჩობის შედეგი - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
პირველი ურჩობის შედეგი - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
პირველქმნილი ადამიანების ცოდვა დღევანდლამდე და ქვეყნის დასასრულამდე არსებული სამწუხარო მოვლენების დასაბამი და ძირია. ერთმა ურჩობამ, როგორც ევას საშოში მოხვედრილმა თესლმა, ხორციელი და სულიერი სიკვდილი შვა და ევასგან წარმოშობილ ადამიანის მოდგმას გადასცა. როგორ წარმოიდგენდა საბრალო ევა, რომ ნაყოფის გასინჯვა ასეთ განადგურებასა და სასჯელს გამოიწვევდა და სიცოცხლისთვის დასაბამის მიმცემ სამებას აიძულებდა ერთი პირი ამქვეყნად გამოეგზავნა; თავისი ქმნილებისგან, ადამიანისგან ყვრიმლისცემა, შეურაცხყოფა, გაშოლტვა, ნერწყვა და ყოველგვარი დამამცირებელი მოპყრობა აეტანა, ბოლოს კი – დაწყევლილივით ჯვარზე მომკვდარიყო