ტკბილმა იესომ მას თავისთან მოუხმო
ტკბილმა იესომ მას თავისთან მოუხმო
მივიღეთ დეპეშა ჩვენი საყვარელი დის გარდაცვალების შესახებ, რამაც ადამიანურად ძალიან დაგვამწუხრა. ამას მოჰყვა ცრემლები, რომლებიც სულების ერთობაზე მოწმობს. ეს ქრისტესმიერი სიყვარულის ურღვევი კავშირის შედეგია.
მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვიხაროდეს იმ დიდი „მონაგების“ გამო, რომელიც ღმერთმა არგუნა. პირველი ის, რომ დაიცვა ქალწულება – სპეტაკი სულის სამოსლის დიდებული სამკაული. მეორე – წლების მანძილზე ითმენდა სნეულებას, რომლითაც მას უფალი ევლინებოდა. მან თავისი ჯვარი სრულყოფილების წმინდა გოლგოთამდე ატარა და იესოს ჭეშმარიტ მოწაფედ იქცა. მესამე ის, რომ მას მიეცა ანგელოზებრივი სქემა, რომელიც წმინდა მამებმა მეორე ნათლობად დაადგინეს და ის ახალი ცოდვებით აღარ შეუბღალავს!
ასე რომ, იგი სინანულის ნათლობით განწმენდილი წავიდა. ტკბილმა იესომ მას უკვე თავისთან მოუხმო, რათა ღმერთკაცის სახის მზერით უმაღლესი ნეტარება მიიღოს. იქ სამუდამოდ გაუწევს მეოხებას არა მარტო თავის მშობლებსა და ნათესავებს, არამედ მთელ ქვეყნიერებას.