წამების დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო
წამების დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო
ქრისტეს სასძლო უარყოფდა ყოველგვარ საცდურს და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, მისი სახელისთვის წამების დათმენის ღირსი გაეხადა. კვინტიანთან დაკითხვაზე, იგი ვერც ალერსით მოდრიკეს და ვერც მუქარით, რის შემდეგაც საშინლად აწამეს: გაშიშვლებული დაკიდეს ხეზე, გვემეს, სხეული დაუსერეს, რკინის სამთითებით უჯიჯგნეს მკერდი, შემდეგ კი ჩამოათალეს. საპყრობილეში წმიდა მოციქული პეტრე გამოეცხადა მარტვილს და ჭრილობებისაგან განკურნა. მეორე დღეს კვინტიანი გაოცდა, როცა ქალწული სრულიად უვნებელი იხილა და კვლავ საწამებლად გადასცა იგი. ამ დროს საშინელი მიწისძვრა დაიწყო, ქალაქის დამფრთხალი მცხოვრებლები მოაწყდნენ კვინტიანს და მოსთხოვეს, შეეწყვიტათ წამება. მოსალოდნელი სახალხო მღელვარებით შეშინებულმა მმართველმა ბრძანა, საპყრობილეში ჩაებრუნებინათ ქრისტეს ტარიგი, სადაც მან მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.