თემა:
სასწაულები
ეშმაკის მანქანებით გადაყირავებული ურემი
ეშმაკის მანქანებით გადაყირავებული ურემი
ლამპსაკში დაბრუნებულმა პართენმა ბრძანა, აღეხოცათ პირისაგან მიწისა წარმართული ბომონები, ქალაქის ცენტრში კი უფლის სადიდებლად მშვენიერი ტაძარი აეგოთ.
ერთ საკერპოში წმიდანმა იპოვა წმიდა ტრაპეზის მოსაწყობად შესაფერი ლოდი და ბრძანა, დამუშავების შემდეგ იგი ტაძრის მშენებლობაზე წაეღოთ. გაშმაგებული ეშმაკის მანქანებით ურემი გადაყირავდა, ქვამ მეურმე მოიყოლა და გასრისა. წმიდა პართენმა მკვდრეთით აღადგინა იგი და შერისხა დემონი, რომელსაც სურდა, წინ აღდგომოდა საღვთო საქმეს.