თემა:
სასწაულები
ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა
ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა
მწყემსმთავარი იმდენად გულმოწყალე იყო, რომ სხვადასხვა სნეულებებით გატანჯული თუ ბოროტი სულებით შეპყრობილი უამრავი ადამიანიდან, რომლებიც ხან შინ აკითხავდნენ, ხან კი – ქუჩაში ხვდებოდნენ, კურნებაზე უარს არცერთს არ ეუბნებოდა. ხალხმა ექიმებთან სიარული შეწყვიტა, რადგან პართენი, იესო ქრისტეს სახელის მოხმობით, უსასყიდლოდ კურნავდა მათ. ქრისტეს სახელის უძლეველი ძალით, იგი უამრავ დემონს განასხმიდა ადამიანებიდან.