ავტორი:
ილია II
თემა:
ღვთის განკაცება
ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა!
ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა!
მართალია, იშვა დედამიწაზე, მაგრამ ამით წმ. სამების ერთარსობა არ დარღვეულა.
წმინდა ბასილი დიდი გვასწავლის: "ძე ღვთისა ზეცით გარდამოხდა, მაგრამ არ განშორებია მამას. დაიბადა ავაზაკთა სამყოფელში, მაგრამ არ ჩამობრძანებულა სამეფო ტახტიდან, მიიძინა ბაგაში, მაგრამ არ დაუტოვებია მამის წიაღი, ხორცი შეისხა ქალწულისაგან და იშვა უმამოდ, ვითარცა ღმერთი".