ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონება
93. „და მიხედა, – ამობობს დავითი, – ჩემმა გონითმა თვალმა ჩემი გონითი მტრების მიმართ და გაიგონებს ჩემი ყური იმ უკეთურთა შესახებ, ჩემს წინააღმდეგ რომ ამხედრდნენ“(ფს.91.12–13); და ვიხილე ცოდვილთა მისაგებელი (ფს.90.8), ღვთის მიერ ჩემზე ქმნილი, ხოლო როდესაც გულში არ არის რამ წარმოსახვა, ბუნებისამებრ მედეგობს გონება (ე.ი. გონება მოქმედებს საღვთო ბუნების შესაბამისად), მზადმყოფი იმისთვის, რომ ყოველგვარი საამური, სულიერი და ღვთისმოყვარეობითი მჭვრეტელობისკენ მიმართოს თავისი თავი.