ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
97. იქმნება საღვთო რამ მდგომარეობა ჩვენს გონებაში ჩვენი უფლის იესო ქრისტეს განუწყვეტელი ხსოვნისა და ხმობის შედეგად, თუკი არ მოვმედგრდებით (გავზარმაცდებით) მისდამი უწყვეტი გონებითი ვედრებისგან, ხშირი მღვიძარებისგან და ზედამხედველური (მაკონტროლებელი) მოქმედებისგან, გვექნება რა ჭეშმარიტად მარადის იგივე და იმგვარადვე აღსრულებადი საქმე ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობისა, რაჟამს გულის მხურვალებით აღმოვიძახებთ, რომ ვეზიაროთ იესოს წმინდა სახელს, რადგან უწყვეტობა, სათნოების მხრივაც და უკეთურების მხრივაც, დედაა ჩვეულებისა, ჩვეულება კი, შემდეგ, ბატონდება როგორც ბუნება. აი, ამგვარ მდგომარეობამდე მისული გონება ეძებს მტრებს, ისევე როგორც მონადირე ძაღლი – ბუჩქებში კურდღლებს, თუმცა ძაღლი ეძებს იმიტომ, რომ შეჭამოს, გონება კი – იმიტომ, რომ გაანადგუროს.