ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: იესოს ლოცვა
98. ამრიგად, როდესაც და რაოდენგზისაც მოხდება უკეთური გულისზრახვების გამრავლება ჩვენში, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ხმობა შთავტყორცნოთ მათ შუაგულში და მაშინ ვიხილავთ ამ გულისზრახვებს მყისვე განქარვებულებს, ვით ჰაერში კვამლს, როგორც ეს გვასწავლა გამოცდილებამ, ხოლო როდესაც გონება მარტო იქნება დატოვებული (ე.ი. იქნება დატოვებული უკეთური გულისზრახვებისგან და ამგვარ ზრახვათა შთამაგონებელი უკეთური ძალებისგან), ამ დროს კვლავ უნდა მივეცეთ განუწყვეტელ ყურადღებიანობასა და მხმობელობას, და რაოდენგზისაც განსაცდელისგან ეს შეგვემთხვევა(ეი. უკეთური გულისზრახვების გამრავლება), ამ სახით უნდა ვიმოქმედოთ.