თემა: გონების განწმენდა

188. ისევე როგორც დამასნეულებელი საჭმელი, სხეულში ახლახანს მოხვედრილი, გვრემს მას, ხოლო ის ადამიანი, ვიცნ ჭამა ამგვარი საჭმელი, მაგრამ მყისვე იგრძნო დასნებოვნება და რაღაც წამლებით უსწრაფესად ამოიღო ნაჭამი, უვნებლად შენარჩუნდა, ამგვარადვე გონებაც, როდესაც იგი შეისრუტავს მისგან მიღებულ გულისზრახვებს, მაგრამ შეიგრძნობს რა ხსენებულ გულისზრახვათა სიმწარეს, გულის სიღრმიდან ამოძახებული იესოს ლოცვით ადვილად უკუამოიღებს მათ და მთილანად ამოტყორცნის, როგორც ეს ღვთით ბოძებულმა სწავლებამ და, ამ სწავლებასთან ერთად, გამოცდილებამაც წინამდებარე მოვლენის შესამეცნებლად გადასცა მღვიძარეებს.
image image