image

თემა: სასუფეველი

სასუფეველი ღვთისა არის და უნდა იყოს პირველად თვითოეულის კაცის გულში, მეორედ თვითოეულისა ოჯახსა ანუ სახლსა შინა, მესამედ მრთელსა სოფლის ანუ ქვეყნის საზოგადოებასა შინა. სასუფეველი ღვთისა არის შენს გულში, ძმაო ჩემო, მაშინ, როდესაც შენ ხშირად ფიქრობ და გიყვარს სჯული შენი, ესე იგი ქრისტიანობა, როდესაც შენ ემორჩილები ჭეშმარიტებასა და სიმდიდრესა ღვთისასა და თუმცა უძლურებისა გამო კაცის ბუნებისა შთავარდები შემთხვევით, რომელთამე ცოდვათა შინა, გარნა განგებ და წინასწარგანზრახვით ცუდს საქმეს არ იზამ. სასუფეველი ღვთისა არს იმ სახლში, ანუ ოჯახში, სადაცა ჰსუფევს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული, სადაცა მშობელნი აჩვენებენ შვილთა თვისთა კეთილთა მაგალითთა, შვილნი ემორჩილებიან და პატივს სცემენ მშობელთა თვისთა, ერთი სიტყვით, იმ სახლში, რომელიცა სიწმიდითა, სიმართლითა, ემსგავსება თვით ეკლესიას. სასუფეველი ღვთისა არს მრთელად სოფლისა ანუ ქვეყნის საზოგადოებაში, მაშინ, როდესაც შემხედველი საზოგადოებისა მის ნახავს, რომელ იქ ჰსუფევს მშვიდობა, სიმართლე და უმეტესად – წმიდა, კეთილი ზნეობა.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები