image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

რასა ნიშნავს, ძმაო, უარისყოფა თავისა თვსისა და აღება ჯვრისა, ანუ როგორ შეიძლება, რომ კაცმან თავი თვისი უარჰყოს? ვიფიქროთ ამაზე. საგანი ესე დიდ არს და ფრიად ღრმა, გარნა ცნობა მისი უსაჭიროეს არს ყოვლისა ქრისტიანთათვის, ვინაიდგან უარისყოფა თავისა თვისისა არის საფუძველი ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. მაცხოვარი ხშირად მოითხოვდა მოწაფეთა მისთაგან უარისყოფასა თავისასა.სახარება ხშირად გვეტყვის ჩვენ, რომელ ვისაც ნებავს, რათა იყოს ჭეშმარიტი მოწაფე უფლისა, მან უნდა უარჰყოს და დაივიწყოს თავი თვისი.
image