image

თემა: საკუთარი თავის უარყოფა

ქრისტიანე, მსურველი შემდგომად ქრისტეს სვლისა, ისე ფიცხელად და უწყალოდ უნდა ეპყრობოდეს თავის თავს, როგორც მტერი ეპყრობა მტერსა. მტერი რომ დაიწყებს თავის მტრის მოქმედების განხილვასა, არა თუ დამალავს მისსა ცოდვასა და ნაკლულევანებასა, არამედ ცდილობს,რომ დაუმატოს და გაადიდოს იგი. სწორეთ ამ სახით ექცევა ჭეშმარიტი ქრისტიანე სულსა თვისსა. თუ კეთილი და სათნო რაიმე ჰქმნა, ეს მან აღასრულა ღვთის მადლითა და შეწევნითა და არა თვისითა ძალითა. თავის ძალით მას არაფერი კეთილი არ შეუძლია; თავის გულში იგი არაფერს არ ხედავს, თვინიერ ცოდვისა და უღირსებისა.
image image