image

თემა: ჯვარი

ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არამედ თვით დიდი პატივი და მაღალი ხარისხიცა გარდაიქცევა მისთვის ჯვარად. რა სახით? ესრეთ, რომელ იგი პატივსა მისსა და დიდსა ხარისხსა მოიხმარს არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთისმსახურებისათვის; იგი შეიყვარებს სიმართლესა და ყოველ საქმეში იქმნება მართლმსაჯული და ჭეშმარიტების მეძიებელი. ხოლო ვინაითგან ამ სოფელს არ უყვარს სიმართლე, უთუოდ რომ მრავალი მწუხარება და განსაცდელი უნდა მოითმინოს მან სიმართლისათვის, ერთი სიტყვით, არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში, ქრისტეს სჯულის მოყვარემან, თვინიერ ჯვარის აღებისა განატაროს ცხოვრება თვისი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები