image

თემა: გულის განწმენდა

რა მოედინება ჩვენი გულიდან? - ცოდვისა და ვნებების მღვრიე, ჭუჭყიანი წყლები. ამ შავი მდინარის სათავე ჩვენი გულის სიღრმეშია, მისი კალაპოტი უფსკრულისკენ მიემართება, ხოლო შესართავი ჯოჯოხეთშია. რა უნდა ვქნათ გულის წყლები რომ განვიწმინდოთ? - ბიბლია მოგვითხრობს, მოსემ ძელი ჩააგდო დამწარებულ დამწარებულ წყალში და წყალი დატკბა; ელისებ დაბინძურებულ წყალში მარილი ჩააგდო და წყალი დაიწმინდა. მოსეს მიერ ჩაგდებული ძელი მოასწავებს ჯვარს.
    ჩვენ სიყვარულით უნდა ვზიდოთ ჩვენი ჯვარი, ვმადლობდეთ ღმერთს ყველაფრისათვის, იმ სატანჯველისთვისაც რასაც ის გვიგზავნის, რამეთუ ჭირი, ტანჯვა განსწმენდს ადამიანის სულს, აწრთობს ნებისყოფას. "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩვენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა", - ამბობს პავლე მოციქული.
    იოანე დაყუდებულმა თავისი ერთი სულიერი შვილი რომელსაც უდანაშაულოდ ცილი დასწამეს, ასე ანუგეშა: "ბრიყვო, მტრების გარეშე ვერავინ ცხონდება. წარმოიდგინე, ჩირქიანი წყლული გაქვს და შენმა მეგობარმა თავისი ბაგეებით გამოწოვა მთელი ჩირქი. იგივე გაგიკეთა მტერმაც - სულის ცხოვნებაში დაგეხმარა". მარილი ქრისტე მაცხოვრის სწავლებაა, წყლის დაწმენდა - ცხოვრების სახარების მცნებების დაცვით. მთელი სახარება თითქოს შეკუმშულია და ჩადებული იესო ქრისტეს სახელში. ქრისტე არის მთელი წმიდა წერილის ბურჯი, ცენტრი. ქრისტეს სახელის წარმოთქმა ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, დიდი პატივიცაა. შევიდეთ ჩვენს გულსი იესო ქრისტეს სახელით და ვთქვათ: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი". ეს ლოცვა ვიმეოროთ განუწყვეტლივ, სინანულის გრძნობით, რათა ჩვენი გულის მღვრიე წყლები იესო ქრისტეს სასწაულმოქმდი სახელის შეხებით დაიწმინდოს, ანკარა გაგხდეს და ცხოველსმყოფელი მადლის იმ წყაროს წყლებად იქცეს, საუკუნო ცხოვრებაში რომ გაედინება, ამინ
image image